ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება ნიშანია, რომ კიდევ უფრო ძველები ბრუნდებიან” – ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე განაცხადა, რომ  ეს გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ პარტიაში კიდევ უფრო ძველები ბრუნდებიან

„ეს პროცესი, რომ კიდევ უფრო ძველები ბრუნებიან, მითუმეტეს, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებები „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აერთიანებს ერთმანეთში ძველებსაც და ახლებსაც“, – განაცხადა ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ  ირაკლი ღარიბაშვილიპოლიტიკაში დაბრუნდა. ასევე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

იტვირთბა....