ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, გაიგოს რა წერილზეა საუბარი – ბესელია ხაზარაძის განცხადებაზე

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, გაიგოს რა წერილზეა საუბარი, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ეკა ბესელია, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას.

ბესელია ხაზარაძეს მიმართავს, აღნიშნული დოკუმენტი წარადგინოს.

„გუშინდელი განცხადება იმსახურებს ყურადღებას, რეაგირებას და შესწავლას. საზოგადოებასაც აქვს ლეგიტიმური ინტერესი, ნახოს, რა წერილზეა საუბარი და რა დოკუმენტია. ეს არის სერიოზული ბრალდება და სჭირდება არა მიტოვება, არამედ მიყოლა – უარყოფილ იქნეს ან თუ დადასტურდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. პროკურატურამ უნდა გვითხრას, დაინტერესდა თუ არა ამ ინფორმაციით. თუ ამისთვის საჭიროა საგამოძიებო კომისია შეიქმნას და საგამოძიებო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ვიფიქრებთ ასეთი კომისიის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამაც უნდა უპასუხოს.

„ამის დატოვება უპასუხოდ სრულიად არასერიოზული იქნება. ზოგადად კი, ბიზნესის თავისუფლებას, ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების, კონსტიტუციური უფლებების დაცვას საბოლოოდ მაინც სასამართლო სისტემის რეფორმამდე მივყავართ“, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის წერილი, რომელშიც რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.

დღეს, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს

იტვირთბა....