დღეს, 14:00 საათძე მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის გამოკითხვას, პროკურატურა ითხოვს. საქმე ეხება ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან შს მინისტრი მუქარაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან (გიორგი გახარიასგან) მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.