ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს იქნება გამოცდა საქართველოს სასამართლო სისტემისთვის – გაეროს კოორდინატორი “თიბისის” საქმეზე

“გაჩნდა კითხვები, რომელიც საფრთხეს უქმნის იმ ბიზნესგარემოს, რომლის შექმნასაც საქართველო ძალიან დიდხანს ცდილობდა”, – ამის შესახებ საქართველოში გაეროს კოორდინატორმა, ლუიზა ვინტონმა “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ ამ სიტუაციას შეშფოთებით ვაკვირდებით. არსებითად კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება ტესტი, გამოცდა საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, საქართველოს ბიზნესგარემოსთვის. ველოდებით, რომ აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ და სანდოდ გაიმართება. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართველებმა ბეჯითად იმუშავეს, რათა ასეთი ბიზნესგარემო შეექმნათ”, — განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში მამუკა “თიბისი ბანკის” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუსმინეს.

დღეს კი ის  საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

იტვირთბა....