ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მუქარის შემცველი წერილი გახარიასგან მივიღე” – ხაზარაძე თითს შს მინისტრისკენ იშვერს

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა ის ამ წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს.

„წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირ იმუქრებოდა, “თიბისის” რეპუტაციას დაანგრევდნენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე.

იტვირთბა....