ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ევროპული საქართველო” გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს

“ევროპული საქართველო” შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. დავით ბაქრაძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

„პირველი და სასწრაფო, რასაც მოითხოვს „ევროპული საქართველო“ არის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა და მისგან საჯაროდ პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ბატონი გახარიას მისამართით. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა. ეს არის თემა, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და მისი ეკონომიკის მომავალს. ეს არის თემა, სადაც დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ბრალდებები მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებების და მათი ორკესტრირებული დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, ამიტომ ყველა ამ კითხვას აუცილებელია გაეცეს პასუხი. პასუხის გამცემი და მომკითხავი ბუნებრივია ვერ იქნება პროკურატურა, რომელიც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და გააჩნია ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ,  დღეს  პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო. ამ თემაზე კომენტარი გააკეთეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. მათი განცხდაებით გახარიას წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

იტვირთბა....