“ნაციონალური მოძრაობა” საგამოძიებო უწყებებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდებს და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ძალადობააა.
„ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე, სხვანაირად ვერ შევაფასებ, წარმოუდგენელი ძალადობა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, რომ დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და ბატონი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ დღეს ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას ყველა მიმართულებით” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო.