ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ

ნაძალადებში, დადიანის ქუჩაქზე  ცეცხლის ლიკვიდირებას ამ დრომდე ცდილობენ.

ცეცხლი  დევნილთა დასახლებაში ორსართულიანი შენობის სხვენში გაჩნდა. დაშავებულია ერთი პირი, ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით გულისხმობს.

ადგილზე სასწრაფო და 10 სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

იტვირთბა....