“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე ე.წ მატროსოვის ციხეში დღეს ქორწინდება.
ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, კირკიტაძემ განცხადებით, სამოქალაქო ქორწინების დარეგისტრირების შესახებ მიმართათ.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.
ენმ-ის წევრი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე პირველად 12 თებერვალსაც იმსჯელა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.