ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, შუამდგომლობა სათანადოდ მომზადებული არ იყო.

ენმ-ის წევრი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე პირველად 12 თებერვალსაც იმსჯელა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....