aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ამ ფორმატში განხილვა შესაძლოა დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს – თალაკვაძე TBC ბანკის საქმეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ ფორმატში პირდაპირი განხილვა უპრეცენდენტოა და ვფიქრობ, იმ თანამშრომლობის სულისკვეთებას და პრინციპებს, რაც უნდა არსებობდეს რეგულატორსა და ბანკს შორის, ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ირგვლივ გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ის ეთანხმება კობა გვენეტაძის არგუმენტებს, რომ საკითხის პირდაპირი განხილვა უპრეცედენტოა და ეწინააღმდეგება ბანკსა და რეგულატორს შორის ურთიერთობის პრინციპებს.

“ვფიქრობ ძალიან სერიოზული არგუმენტების შეფასება მოგვიწევს დღეს ჩვენ , სანამ გადავალთ და თუ გადავალთ იმ რეჟიმში, რაზეც არის ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნა, ვინაიდან გუშინდელ განცხადებაშიც და დღეს მის გამოსვლაშიც აშკარად იყო არგუმენტირებული. ამ ფორმატში პირდაპირი განხილვა უპრეცენდენტოა და ვფიქრობ, იმ თანამშრომლობის სულისკვეთებას და პრინციპებს, რაც უნდა არსებობდეს რეგულატორსა და ბანკს შორის, ეწინააღმდეგება. მეორე ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა არგუმენტებიც, იმიტომ, რომ საქმე ეხება ქვეყნის ერთ-ერთ სისტემურ ბანკს, ღია განხილვა, მათ შორის იქნება ალბათ ისეთი ინფორმაციაც ამ განხილვაში საჭირო არგუმენტაციისთვის, რომელიც კომერციულ საიდუმლოს ან ბანკისთვის რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელოვან ხასიათს ატარებდეს. შესაბამისად, ამ არგუმენტში ვეთანხმები ეროვნულ ბანკს, რომ ამ ფორმატში შესაძლოა დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

იტვირთბა....