aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გვენეტაძე – რეგულატორის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა,  რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გვენეტაძემ ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ მიაჩნია ეროვნულ ბანკს მიზანშეწონილად პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვა.

„ჩვენ ვართ „თიბისი ბანკის“ რეგულატორი, ისევე როგორც საქართველოში სხვა კომერციული ბანკების. თიბისი ბანკთან“ ერთად ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის „თიბისი ბანკის“ მხრიდან დავები არ არსებობს.  მე გარკვეულწილად, როდესაც ამ თემაზე  საუბარი დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, პირადად ჩემს თავზე ავიღე რისკი, რასაც შეიძლება, ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან პირველ რიგში, მე ვზრუნავ  ბანკზე, ვზრუნავ ფინანსურ სექტორზე. აქედან გამომდინარე, სანამ ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ მიერ ერთობლივი განცხადება არ გაკეთდა, ჩვენ დამატებითი და სხვა ინფორმაცია არ მოგვიცია.

ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა,  არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე. არ მახსოვს საერთაშორისო პრაქტიკაში პრეცედენტი, როდესაც რეგულატორის გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება“, – განცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე არ მივიდოდა, რადგან ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

იტვირთბა....