ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოციალურ ქსელში ბათუმის სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა

სოციალურ ქსელში, ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, უფროსკლასელების პირადი კავშირის ამსახველი მასალა Facebook-ის იმ ჯგუფში გავრცელდა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან. სკოლაში ამბობენ, რომ მოსწავლეები, რომლებიც ვიდეოში ფიგურირებენ მშობლების განცხადების საფუძველზე სხვა სასწავლებლებში გადაიყვანეს. მომხდარს გამოეხმაურა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელიც.
გოჩა დავითაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია რესურსცენტრში სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ სკოლიდან მიიღეს. მისი თქმით, კადრები გადაღებულია არასასწავლო პერიოდში, სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში.
„ერთ-ერთი კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია . ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოც. სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მომენტისთვის მშობლებმა დაწერეს განცხადებები და თავიანთი შვილების გადაყვანა სურთ ამ სკოლიდან. ეს ვიდეო გადაღებულია არა სასკოლო დროს, სკოლის გარეთ. სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში,“-განაცხადა გოჩა დავითაძემ.

იტვირთბა....