ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია” – ეკა ბესელია ანი აროშიძეზე

ეკა ბესელია ეხმიანება ანა აროშიძის ისტორიას, რომელიც სავარაუდოდ უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის პირადი კადრების გავრცელების საქმეზე დააკავეს.

როგორც ბესელია წერს, მისთვის ძალიან ემოციური იყო უკანონო ჩანაწერის გავრცელების გამო რამდენიმე ახალგაზრდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ხოლო ახალგაზრდა გოგონას შესახებ ისტორია თავისი ტკივილით და განცდით – სულისშემძვრელი.

მე არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია,” – წერს ბესელია.

უმრავლესობის ყოფილი წევრის განცხადებით, არ არის მისი თვითმიზანი ახალგაზრდების საპყრობილეში გაშვება.

“მე, როგორც დაზარალებულს, მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები, რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად, ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა, რასაც მე არ მოვხსნი დღის წესრიგიდან,” – წერს დეპუტატი.

ბესელია მიმართავს მედიის წარმომადგენლებსაც, რომ ამ თემებზე საუბრისა თუ მსჯელობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოხდეს მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია:

“გაუფრთხილდეთ ადამიანებს! ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო! ასეც ვაპირებ გაგრძელებას, როგორი ბარიერებიც არ უნდა აღიმართოს წინ…”

ანი აროშიძე დეტალებში ყვება თუ რა გადახდა თავს ეკა ბესელიას პირადი კადრების ყურების და სამ მეგობართან გადაგზავნის გამო.

იტვირთბა....