ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უმრავლესობას კონიუნქტურა ჭამს” – ლევან გოგიჩაიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ჟურნალისტებს განიცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას კონიუნქტურა ჭამს

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის პირით „ოცნებამ“ მახინჯი ფორმულა გაახმოვანა.

“ეს მოსამართლეები, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ სჩადიოდა, მათზე ახლა ამბობენ, რომ ადრე ცუდს აკეთებდნენ და დღეს კარგად იქცევიან. მთელი არსებით ვეწინააღმდეგები ამ სიმახინჯეს, მახინჯ ფორმულას, რომელიც პარლამენტის სპიკერის პირით გაახმოვანა “ქართულმა ოცნებამ”. ძალიან მძიმეა დღევანდელი მდგომარეობა. მე თანავუგრძნობ ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას და მადლობას ვუხდი, რომ მათ დაიკავეს სწორი პოზიცია. არ ვაპირებ პიროვნებებზე საუბარს. უბრალოდ გეტყვით, რომ უმრავლესობას კონიუნქტურა ჭამს”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. 

იტვირთბა....