ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

„მინდა, დაგიდასტუროთ, უმრავლესობის ფორმატში მქონდა ბოლო გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნასთან. დღეს ჩემთვის ზღვარი წაიშალა, რაზეც ვშიშობდი, რომ წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა მორალური უპირატესობა, რადგან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში, იურიდიულად უფორმებდა ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდა“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იტვირთბა....