aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივმართავთ ვენეციის კომისიას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ინიციატივის შემუშავებაში ჩაერთოს” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბვჭოს შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მიმართავს ვენეციის კომისიას, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ინიციატივის შემუშავებაში საწყის ეტაპზევე ჩაერთოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი აცხადებს სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მომზადდეს იმგვარი წინადადებები, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით.

„სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები – ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს. მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.~

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭო გაიმართ, რასაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

იტვირთბა....