პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.
არსებული ინფორმაციით, საუბარი შეეხება მოსამართლეების საკითხს და გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.