მთავარი ციტატა

“სისტემა მეტ მსხვერპლს მოითხოვს, რათა შრომის საერთაშორისო სტანდარტით დარეგულირდეს ბაზარი”

“სამწუხაროდ, კანონის ამგვარი გაძლიერებაც, ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რასაც მშრომელების სამუშაოზე სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა ჰქვია.

1. კანონი კვლავ არ ითვალისწინებს შრომითი პირობების მონიტორინგს, რაც ყველა საერთაშორისო სტანდარტით, უშუალო კავშირშია შრომის უსაფრთხოებასთან;
2. არ არის მკაცრად და საკმარისად გარანტირებული დასაქმებულების წარმომადგენლების ჩართულობა უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში;
3. კვლავ პრობლემაა ინსპექციის რეკომენდაციების აღსრულების საკითხი;
4.მცირე სანქციების გამო, ვერ მივიღებთ ამ დრომდე მოშლილი უსაფრთხო სამუშაო გარემოს მყისიერ მოწესრიგებას…. და ა.შ.

სისტემა კვლავ მეტ მსხვერპლს მოითხოვს, რათა შრომის საერთაშორისო სტანდარტით დარეგულირდეს ბაზარი”.

იალია ლეჟავა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი

ამავე თემაზე:  შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები იზრდება

ირაკლი კუორაძე: “დიდი ხნის წინ მოთხოვნილი შეუზღუდავი დაშვება მოგვეცა” – ირაკლი კუპრაძე შრომით კანონმდებლობაზე

იტვირთბა....