ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები იზრდება

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაუქმდა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი და ორგანული კანონი დამტკიცდა, როგორც ამას კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებდა.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის “შრომის კოდექსით“ და “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ გავრცელდება, აღსანიშნავია, რომ აქამდე კანონის მოქმედების სფეროს მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებით იყო შეზღუდული.

პარალელურად, გაიზარდა შრომის ინსპექციის შესაძლებლობები. კანონის თანახმად, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისბიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.

საქართველოს პარლამენტმა” “შრომის უსაფრთოების შესახებ” ორგანული კანონი მესამე მოსმენით, 78 ხმით 0-ის წინააღმდეგ,  დაამტკიცა.

იტვირთბა....