ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი მამალაძე მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აზიარა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.

როგორც კლინიკიდან გამოსულმა სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ორშაბათს აპირებდა ბათუმიდან ჩამოსვლას, თუმცა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2 დღით ადრე ჩამოვიდა.

„ვაზიარე მამა გიორგი. მოსული ვიყავი. როგორც ვიცით, ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. უნდა ჩამოვსულიყავი ორშაბათისთვის და მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული“, -განაცხადა მღვდელმსახურმა.

 

იტვირთბა....