aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

გვარამია – ხაზარაძეს ვაფრთხილებ, როგორც გულშემატკივარი (გულწრფელი), ეს ყველაფერი დასრულდება მისი დაჭერით

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “თი ბი სი ბანკის” ირგვლივ არსებულ ვითარებას ეხმაურება.

“ქოცობა უკვე პოლიტიკური ორიენტაციიდან, დიაგნოზში გადაიზარდა.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბიზნესის ახევას დააკვირდით კარგად და მერე მოყევით, სისხლიან ცხრა წელს ბიზნესებს როგორ ატერორებდნენ.

მამუკა ხაზარაძეს კი აქედან ვაფრთხილებ, როგორც გულშემატკივარი (გულწრფელი) – ეს ყველაფერი დასრულდება მისი დაჭერით. ფულის გათეთრების ბრალდებას ვერსად ვერ წაიღებენ, ბოლობოლო, რომც გარიგება მოხდეს, საზოგადოება დასვამს შეკითხვას: როგორ, სანამ ბანკს წაართმევდით, ფულის გამთეთრებელი იყო და ახლა რომ წაართვით, ფულის გათეთრება გაქრა? და ამ შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

ყველაფერთან ერთად, ფულის გათეთრების ბრალდება და, მით უფრო, ამ ბრალდებით რაიმე იურიდიული შედეგის დადგომა (მაგალითად, გადაყენება/გადადგომა) და ამით გათეთრების ფაქტის დადასტურება, არის ხაზარაძის სამოქალაქო მკვლელობის აქტი (ან თვითმკვლელობის, თუ ის დაყვება ამ მოთხოვნას). ფულის გამთეთრებლის იარლიყი ნებისმიერ ბიზნესმენს აქცევს ხელშეუხებელ პარიად საერთაშორისო თუ შიდა ბიზნესწრეებში. არასდროს, არავინ მასთან საქმეს არ დაიჭერს. ცხადია, ვერც ანაკლიის პორტზე ან სხვა რაიმე საინვესტიციო პროექტზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია (!)

ამას გარდა, ფულის გათეთრება კონვენციური დანაშაულია და ნებისმიერი ქვეყნის იურისდიქცია ვრცელდება. მიუხედავად ჩადენის ადგილისა, ადგილსამყოფელი ქვეყანა ვალდებულია ის დევნოს – ვერ დაიმალები, მოკლედ. და ცხადია, ფულის გათეთრებაზე რეაგირება, მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომით ვერ დასრულდბა, არამედ საერთაშორისო იურისდიქციის სისხლის სამართლებრივი დევნით.

მოკლედ, გამიფრთხილებია მე ყველა – გარიგება ივანიშვილთან არ არსებობს. ან მისი მონა ხარ, ან – არა. ვინც ცადა, ყველა ბოლომდე გააფარჩაკა. ვინც არ შევიდა არანაირ ვაჭრობაში (რუსთავი 2) – ყველამ იქეთ გააფარჩაკა. ამასვე ვურჩევ მამუკა ხაზარაძეს: ან ბრძოლა და გამარჯვება, ან ვაჭრობა და ციხის კარები.

ps Koba Gvenetadze ყველაფერს დავუშვებ, მაგრამ შენს ზონდერ-ბანკირობას – ვერაფრით. იმედს არ ვკარგავ, რომ არსებობს რაიმე ახსნა და მოვისმენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საძაგლად გამოიყურება ეს ყველაფერი!”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემაც, რომელიც ამბობს, რომ უსამაართლობას არ შეეგუება.

იტვირთბა....