aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

„თიბისი ბანკი“ – გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თი-ბი-სი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„დღეს „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. „თი-ბი-სი ბანკი“ გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას. „თი-ბი-სი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

თიბისი ბანკი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.

აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას „თიბისი ბანკის“ განვითარებაზე და სტრატეგიაზე. ბანკი გააგრძელებს დასახული გეგმების განხორციელებას“, – აცხადებენ „თიბისი ბანკში“.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

იტვირთბა....