ახალი ამბები მთავარი სამართალი

8 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში უვადოდ განმწესდა 8 მოსამართლე:

  • ნატრული აკობია
  • ეკა არეშიძე
  • გია ბერაია
  • ლერი თედორაძე
  • ინდირა მაშანეიშვილი
  • სალიხ შაინიძე
  • ნატო ხუჯაძე
  • მერაბ ჯორბენაძე

მოსამართლეებმა კენჭისყრა მას შემდეგ გაიარეს, რაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ამოეწურათ.

საქართველოში დღეს სულ 154 უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით 48 მოსამართლემ მიმართა, თუმცა დარჩენილ 400-ს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებასა და კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.

იტვირთბა....