სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანის გატაცების ფაქტს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მინისტრი ადასტურებს 2 მამაკაცის გატაცებას და აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ჩვეული პრაქტიკით მოქმედებას.
ქეთევან ციხელაშილის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმამირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს.