საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ განმუხურში მცხოვრები ორი პირი – ჟ.მ. და ე.გ. გაიტაცეს.
როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, მამაკაცები დაკარგულ ცხენს ეძებდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს. მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
განმუხურში სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იმყოფება.