საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე პროკურატურის მიერ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
მისი თქმით, მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
„როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
გამოძიების დაწყებას, გარდაცვლილის შვილი ბაჩანა შენგელია გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა რომ ეს მხოლოდ ფორმალობა არ იქნება და საქმეს რეალურად გამოიძიებენ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ია კერზაიას გარდაცვალებასთამ დაკავშირებით გამოზიება უკვე დაიწყო. ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.