თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა. ის 2017 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იყო.
შეგახსენებთ, ზოდელავა აზერბაიჯანიდან ტაქსით მგზავრობდა და ავტოკატასტროფაში მოხვდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც “ოპელის” მარკის ავტომობილს მართავდა.
“მეტრონომის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.