aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ეს შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბაჟო მონიტორინგის თემაზე 6 თებერვალს, ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე განმარტებებს აკეთებს.

აბაშიძემ პირველ არხთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას.

„იმედი მაქვს, არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას და დაველოდებით შეხვედრის შედეგებს. ქართული მხარე იმოქმედებს 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით.

როგორც 2011 წლის შეთანხმების სახელწოდებიდანაც ჩანს, საუბარია ორ ქვეყანას, საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებასა და მონიტორინგზე, რასაც განახორციელებენ შვეიცარიული კერძო კომპანიის წარმომადგენლები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ არის საუბარი მებაჟეებზე, საუბარია კერძო კომპანიის ექსპერტებზე. შეთანხმებით განსაზღვრულია საკმაოდ ზუსტად, თუ სად უნდა განთავსდეს მონიტორთა ტერმინალები და ამის თაობაზე არსებობს კონკრეტული მოცემულობ.

ეს შეთანხმება არ გულისხმობს ამ დერეფნების ავტომატურ გახსნას. საუბარია ტვირთების მონიტორინგზე, თუკი რამე გაივლის საქართველოსა და რუსეთს შორის. ზოგადად, ამ კორიდორების გახსნა-არ გახსნა სხვა საკითხია და თუ მომავალში მიიღება გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეს ცალკე პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამავე თემაზე: ვინ დარჩება პოლიტიკურად წამგებიან პოზიციაში?

იტვირთბა....