ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია: რაღა დროს პარტიიდან გარიცხვაზეა საუბარი

“რაღა დროს პარტიიდან გარიცხვაზეა საუბარი”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას – რამდენად მოსალოდნელია, რომ პარტიიდან გარიცხონ.

მისივე თქმით, ქვეყანა სხვა ეტაპზე გადავიდა.

„საკითხს ასე არ ვუყურებ. თემას ასე არ დავაპატარავებდი და არ დავიყვანდი. რაღა დროს გარიცხვაზეა საუბარი. მგონია, რომ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პროცესია და სხვა ეტაპზე გადავედით. საზოგადოება გაიზარდა და არ მგონია, რომ ასეთი კატეგორიებით უნდა საუბრობდეს მმართველ პარტიაში ვინმე. თითის დაქნევები და დატუქსვები არ უნდა იყოს. ვგავართ იმ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს? არ მგონია, რომელიმე ჩვენთაგანი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს. მშობლის როლიდან გამოვიდნენ და ზრდასრული როლიდან ელაპარაკონ საზოგადოებას. ყველამ ის გზა გავიარეთ, რომელიც უფლებას გაძლევს, ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ელაპარაკო მეორეს, რომელმაც გუშინ გაიღვიძა და გაახსენდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე: ფოფხაძე – მაინც გამრცხავენ, აქ საუბარია ვინ ვის დაასწრებს, ღირებულებებით დავშორდით

იტვირთბა....