საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის საკუთარ გუნდს ღირებულებებით ძალიან დაშორდა და ადრე თუ გვიან მაინც გარიცხავენ.
ფოფხაძის განცხადებით, იმედია, დავით ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებს უმრავლესობა და უღირსად არ მოექცევიან.
“მაინც გამრცხავენ, აქ საუბარია ვინ ვის დაასწრებს. ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს – ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უკვე უმრავლესობის სხდომებზე. ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციების მიმართ, რაც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში ალბათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის ფორმალური ნაწილი, რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეგობრებთან ერთად უნდა გადავწყვიტო. მე იმედი მაქვს, რომ დასწრებაზე არ დადგება საქმე, მოგვეცემა საშუალება ბოლომდე შევჯერდეთ და იმედი მაქვს, ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, ძალიან უღირსად მოიქცნენ მაშინ დათოსთან მიმართებაში”, – აცხადებს ფოფხაძე.