ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩემთვის გაუგებარია” – ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

“ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია. თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია, ხოლო საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. შესაბამისად, განცხადება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ამასთან, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ტურისტებს საქართველოს უყვართ. მე ზურაბ აბაშიძესა და დავით ზალკალიანთან მექნება ამ საკითხზე საუბარი. თუმცა, ეს განცხადება სრული გაუგებრობაა” – თქვა ბახტაძემ.

 

იტვირთბა....