ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ დიმიტრი მედოევის განცხადება მორიგი პროვოკაციაა, რომლის მიზანიც შანტაჟი და დაშინებაა.
ქეთევან ციხელაშვილისთვის საოკუპაციო რეჟიმის ტერიტორიული პრეტენზიები აბსურდულია.
„ეს განცხადება არის აბსოლუტურად აბსურდული, შეუძლებელი გახლავთ, ამიტომ მის შინაარსსა და საფუძვლებზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ, თავისთავად ფაქტი, რომ პერიოდულად ამგვარი განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან კეთდება, ეს არის ცალსახა და ძალიან მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ერთგვარ შანტაჟს, ზეწოლას საზოგადოებაზე, ეს არის საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა და საუბედუროდ, ყველაზე მეტად ამას გრძნობენ სწორედ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი Neues Deutschland-თან საქართველოს კუთვნილ, მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიებს “ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და განაცხადა, რომ “ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიებ ოს ხალხს დაუბრუნდება.