ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი Neues Deutschland-თან საქართველოს კუთვნილ, მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიებს “ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და ამბობს, რომ “ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიებ ოს ხალხს დაუბრუნდება”. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.
მედოევი “აღმოსავლეთ ოსეთში” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას მოიზარებს.
“რესპუბლიკის უმაღლეს ხელისუფლებას, პირადად რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთელ ოს საზოგადოებას ნათელი პოზიცია აქვს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ადრე თუ გვიან ეს მიწები ოსეთს დაუბრუნდება და მასზე ოსები იცხოვრებენ. სამხრეთ ოსეთი დიპლომატებს არაერთგზის წამოუჭრიათ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის დროს, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებზეც,”- თქვა მედოევმა.
მედოევი “აღმოსავლეთ ოსეთში” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას მოიზარებს.