სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ იმ დაზარალებულებმა, რომელთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) უნდა მიიღინ კომპენსაცია 2 000 ევროს ოდენობით. ხოლო, მათ, ვის მიმართაც დაირღვა კონვენციის მე-5-1 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (პატიმრობის არაადამიანური და დამამცირებელი პირობები), უნდა მიიღონ 10-15 ათას ევრომდე ოდენობით კომპენსაცია, რაც ზუსტგანისაზღვრება საპატიმროში გატარებული დროის ხანგრძლივობაზე.
გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უკვე დაიწყება აღსრულების პროცედურები საქმე გადავა მინისტრთა კომიტეტში. რუსეთის ფედერაციამ 3 თვის ვადაში უნდა ჩარიცხოს კომპენსაცია, რის შემდეგაც თანხა განაწილდება დაზარალებულებზე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში 1 795 ადამიანის სია წარადგინა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა