ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგულავა – თუ გვინდა სიტუაცია გამოსწორდეს, “ყაზტრანსგაზი” კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის კანტორა

„ყაზტრანსგაზი“, თბილისის გაზის კომპანია რჩება კანტორად და სანამ ეს მფლობელები იქნებიან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დანიშნული, სანამ ის ხელმძღვანელობა იქნება, რომელიც მერს აწყობს და არა საქმეს, მანამდე ეს კომპანია იქნება კანტორა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ ქეთევან წამებულზე მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას განაცხადა.

უგულავას განცხადებით, აუცილებელია, რომ კომპანია იყო კომპანია და არა საბჭოთა კანტორა.

“მე არ მინდა ახლა ხელი გავიშვირო, რადგან 7 ადამიანია დაღუპული და ამ კორპუსში წევს. არსებობს უამრავი მეთოდი, გაზის დეტექტორები და არ ღირს ძვირი, რომელიც შეიძლება კომპანიამ შეიძინოს ან თვითონ მერიამ მოიკვლიოს, შეიძინოს და საჩუქრად გადასცეს მოსახლეობას. სხვანაირად ჩვენ ვიქნებით უკან მიდევნებული ლამპარივით ვსდევთ სიკვდილს, რომელიც ჩვენს ქალაქში ხან ერთ, ხან მეორე კორპუსში დაისადგურებს“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის გაჟონვით 7 ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....