შვიდივე ადამიანი ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად არიან გარდაცვლილი. მოხდა წყალგამაცხელებლის არასრული წვა, დაგროვდა CO, – ამის შესახებ “მეტრონომს” კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისში” განუცხადეს.
როგორც კომპანიაში გვითხრეს, ისინი დანადგარების მონტაჟზე პასუხისმგებელნი არ არიან.
“ყაზტრანსგაზი” ბინაში დანადგარების მონტაჟზე არაა პასუხისმგებელი. ამას თავად მოსახლე აკეთებს და ჩვენ უბრალოდ, გავცემთ რეკომენდაციას. ღიაკამერიანი აკრალული გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, ჩვენი რეკომენდაციის გარეშე”, – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად რამდენიმე ადამიანი გადაიცვალა.

