ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნოდია – უნარ-ჩვევების გამოცდა ყველაზე კომპლექსურია, რომელიც ამოწმებს თუ როგორ აზროვნებს აბიტურიენტი

ჩემი აზრით, თავისთავად არასწორია, რომ უნარ-ჩვევები სავალდებულო საგანი აღარ იქნება. შეიძლება, ამდენი გამოცდის ჩაბარება არ იყო საჭირო და საგნების შემცირებისკენ რომ წავიდა, ეს პოზიტიურია. თუმცა, მაინცდამაინც უნარ-ჩვევების გამოცდა რომ შეამცირეს, ეს არასწორია, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.

ნოდიას თქმით, იმასთან შედარებით რაც გააკეთეს, უფრო კარგი იქნებოდა, მარტო უნარ-ჩვევების გამოცდა დაეტოვებინათ.

“იმასთან შედარებით რაც გააკეთეს, უფრო კარგი იქნებოდა, მარტო უნარ-ჩვევების გამოცდა დაეტოვებინათ. უნარ-ჩვევების გამოცდა ყველაზე კომპლექსურია, რომელიც ამოწმებს თუ როგორ აზროვნებს აბიტურიენტი და რამდენადაა მზად სტუდენტობისთვის. გარდა ამისა, უნარ-ჩვევების გამოცდა უფრო დემოკრატიულია და თანასწორ პირობებში აყენებს ყველას. ნაკლებად ობიექტური გახდება შერჩევის კრიტერიუმი”, – აცხადებს ნოდია.

შეგახსენებთ,სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება. 2019 წელს გამოცდება აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასელები, ხოლო 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე  2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა.

იტვირთბა....