ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ჟორჟოლიანი: შეიძლება, მსჯელობა დღესაც არ დასრულდეს

“შეიძლება, მსჯელობა დღესაც არ დასრულდეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა, “ქართული ოცნების” სათაო ოფისთან, ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟორჟოლიანის განმარტებით,  უკვე არსებობს შეთანხმება, რომ ჩატარდება თავისუფალი კენჭისყრა, როგორც კრიტერიუმების თაობაზე, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ.

„როგორი იქნება კრიტერიუმები, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვერ გეტყვით, შეთანხმება შედგება თუ არა, რადგან ეს ნათელი რომ იყოს, დღევანდელი შეხვედრა არ იქნებოდა. შეიძლება, მსჯელობა დღესაც არ დასრულდეს. თუ წესებზე შეთანხმება შედგება, ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება კანდიდატებზე შედგება, რადგან ამ წესების შედეგად შეიძლება ისეთი კანდიდატები არ იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც ყველა განწყობის დაკმაყოფილებას შეძლებენ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფიში საპარლამენტო უმრავლესოის წევრები, უკვე მეორე დღეა,  მოსამართლეობის კანდადატებზე მსჯელობენ. შეხვედრას დღესაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის უძღვება.

იტვირთბა....