ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას გრიპზე არ ცრიდა” – გამყრელიძე

ოპოზიციის ბრალდებებს გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გაყრელიძემ უპასუხა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა.

„ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა. 2013 წლის შემდეგ კი, დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი რაოდენობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 85 პროცენტი ძირითადად მთელ მსოფლიოში, გრიპის დაწყებამდე ტარდება, ასე მოხდა საქართველოშიც. გასულ წელს, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 41 000 ადამიანი აიცრა, გაორმაგდა აცრა 2017-2018 სეზონთან მიმართებაში. გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი, კიდევ მეტია საჭირო. გუშინ ქვეყანაში ვაქცინის გარკვეული რაოდენობა შემოვიდა და დამატებით კიდევ შემოვა, რომელიც ყველაზე უფრო მაღალ რისკჯგუფს მოხმარდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ყველაზე უფრო მომატებული რისკჯგუფი ორსული ქალბატონები არიან. დღევანდელ თათბირზე, გრიპის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც გადაწყდა, რომ სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინა ძირითადად ორსულებს მოხმარდეთ. კერძო სექტორიც დათანხმდა და ამ სეზონზე პირველ რიგში, ორსულებს აცრიან,  ხოლო შემდგომ სხვა რისკჯგუფებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....