თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა პირველ არხს განუცხადა, რომ ახალი წლის დღეებში თბილისის მასშტაბით კვებითი ინტოქსიკაციის ჩივილით სასწრაფო სამედიცინო დახმარება 111-ჯერ გამოიძახეს. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო კი, სამედიცინო ბრიგადები 255 გამოძახებაზე გავიდნენ.
მათივე ინფორმაციით, ყველა პაციენტს შესაბამისი მომსახურება გაეწია და გართულებულ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება პიროტექნიკით დაზარალების შემთხვევებს, ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ამ მიზეზით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გამოძახებაზე 34-ჯერ გავიდნენ.