ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობას მმართველი გუნდისთვის პრინციპული საკითხი არ არის, ცვლილებები უკვე შეტანილია

“გუნდი არის მყარი და რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას — ეს მმართველი გუნდისთვის პრინციპული საკითხი არ არის, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებები უკვე შეტანილია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მცირე გადაადგილებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

“საკონსტიტუციო უმრავლესობას, ზოგადად, აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ზოგადად. აქედან გამომდინარე, გუნდთან დაკავშირებით, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორიც მოხდა, მაგალითად, დღეს იურიდიული კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს.

ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა. ვნახოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად გუნდი არის ძლიერი და გუნდი აუცილებლად დარჩება ძლიერი 2020 წლის ბოლომდე და ზუსტად ასეთი სახით მოვემზადებით ჩვენს საპარლამენტო არჩევნებისთვის”, — განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 27 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გადადგა. თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმაც.

 

იტვირთბა....