მთავარი პოლიტიკა სამართალი

გახარია: თანამშრომლობის შედეგად დაკავებულია “ქურდული სამყაროს” 14 წარმომადგენელი

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი ევროპაში არის საკმაოდ მაღალი” შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, წელს ქართველი და ევროპელი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად დაკავებულია “ქურდული სამყაროს” 14 წარმომადგენელი.

“საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში მინდა მოგახსენოთ, რომ სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც გაბნეული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში შევქმენით საერთშორისო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ფარგლებში. აქ დღეის მდგომარეობით გაერთიანებულია ინტერპოლი, ევროპული, ატაშეების ინსტიტუტი და კიდევ ბევრი საერთაშორისო კომპონენტი და ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ შედეგები არის საკმაოდ მაღალი. დღეს ავტორიტეტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი არის საკმაოდ მაღალი, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში ჩვენი ატაშეები არიან აქტიურად წარმოდგენილი, მათ სერიოზული წვლილი მიუძღვით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საერთაშორისო ოპერაციების შედეგად მხოლოდ ევროპაში დაკავებულია “ქურდული სამყაროს” 14 წარმომადგენელი”, -განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა (LIVE)

იტვირთბა....