პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანაში სიღარიბის 10%-ით შემცირებას მიაღწია.
“ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები ამ თვალსაზრისით, შევძელით და 10%-ით შევამცირეთ სიღარიბე. სამწუხაროდ მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში. სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად რჩება უმუშევრობა. მთავარ ამოცანად რჩება სიღარიბის დაძლევა. როდესაც ხდება ეკონომიკური ინიციატივის შეფასება, პირველი და ამოსავალი არის ეს – რამდენად შეამცირებს ის სიღარიბეს,”- განაცხდა ბახტაძემ მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას.