ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დავით კირკიტაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის დაკავებული

ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე, კახეთი გზაზე სამართალდამცავებმა დააკავეს. მუხლით, რომლითაც კირკიტაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კირკიტაძე კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად ჩავიდნენ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა მოინახულეს დაშავებული, შენიშნეს ავტომობილი, სადაც როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის წარმომადგენლები ისხდნენ.

ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა, მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დავით კირკიტაძე და გააცნეს ბრალის დადგენილება.

როგორც ცნობილია, შს სამინისტრომ გამოძიება 353-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

იტვირთბა....