ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით კირკიტაძე დააკავეს (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი  დავით კირკიტაძე კახეთის გზაზე სამართალდამცავებმა დააკავეს. ის კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად ჩავიდნენ.

დავით კირკიტაძის სახლთან პოლიცია დილით მივიდა. ისინი რამდენიმე წუთის მანძილზე პოლიტიკოსის სახლთან იდგნენ, თუმცა შემდეგ სამართალდამცველები ახსნა – განმარტების გარეშე წავიდნენ.

მოგვიანებით შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო დაწყებულია გამოძიება და კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები სწორედ ამიტომ მივიდნენ.

იტვირთბა....