aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაქარაშვილის განცხადებით, მასზე თავდამსხმელ გორის მერიის თანამშრომელს, სავარაუდოდ, დააწინაურებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გადაცემაში “პირველები” აცხადებს, რომ მასზე თვმდამსხმელი გორის მერიის თანამშრომელი მალე ვიცე-მერი გახდება.

“ვარ ადამიანი, რომელსაც გორის მერიის წინ, გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა თავზე ნაგავი დააყარა. აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ჩემი მოთხოვნა. ვითხოვდი გორის მერიისგან განმარტებას. ის ადამიანი ახლა პოზიციაზეა და კულუარული ინფორმაციით, რომელიც მალე დადასტურდება, გორის ვიცე-მერი გახდება. ეს კულუარული ინფორმაციაა და ბუნებრივია, ვერ ვადასტურებ”, – აცხადებს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გორის მერიასთან აქციას მართავდა და მერისგან, კონსტანტინე თავზარაშვილისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებული გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აქციის დროს მაქარაშვილს გორის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მანველიშვილმა თავზე ვედრო ჩამოამხო.

მაქარაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო.

იტვირთბა....