aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიის წარმომადგენელმა გიგა მაქარაშვილს თავზე ხორბალი დააყარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მანველიშვილმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავზე ხორბალი დააყარა. აღნიშნულის შესახებ გორიდან “მეტრონომის” კორესპოდენტი იუწყება.
“ჩვენი მიზანი არ ყოფილა ტერიტორიის დაბინძურება. ამიტომაც, აქციის დასრულების შემდეგ, ვკრეფდი კიბეებზე დაყრილ ხორბალს და ფუნას. ამ დროს მოვიდა მერიის წარმომადგენელი და ხორბალი თავზე დამაყარა. ამბობდა, რომ ჩვენი აქციის თურმე ყველა მათგანის შეურაცხყოფა ყოფილა”, – თქვა გიგა მაქარაშვილმა. ​ინციდენტის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და ოქმი შეადგინეს.

შეგახსენებთ, რომ გიგა მაქარაშვილმა და მისმა მეგობრებმა გორის მერიასთან აქცია გორის მერის იმ განცხადების საპასუხოდ გამართეს, რომლითაც კონტსტანტინე თავზარაშვილმა საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულა. აქციის მონაწილეები გორის მერს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

Read 17 times
იტვირთბა....