ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ დავრჩებით მშვიდობიან ფარგლებში” – ვაშაძე კვირას დაგეგმილ აქციაზე

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში კვირას დაგემილ აქციაზე განაცხადა, რომ მშვიდობიანი მანიფესტი იქნება.

მე უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენი მხარდამჭერები მხარს უჭერენ ჩვენს ხედვას იმის თაობაზე თუ საითკენ უნდა წავიდეთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეძლებს გვიბიძგოს ძალადობისკენ, რევოლუციისკენ და ამგვარი სისულელეებისკენ, ძალიან ცდება. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავრჩებთ მშვიდობიან ფარგლებში“, -განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მისთვის საქართველოს ერთი მოქალაქეც მნიშვნელოვანია.

რამდენი ადამიანიც მოვა, იმდენი მოვა. ჩვენ ღარიბი პოლიტიკური პარტია ვართ. ჩემთვის საქართველოს ერთი მოქალაქეც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, ვინაიდან შეუძლებელს მივაღწიეთ ფულის გარეშე, როდესაც ჩვენ გვიპირისპირდებოდა კერძო სიმდიდრე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტსაც კი აღემატება. ჩვენ თითქმის 800 ათასი ხმა ავიღეთ. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ჯამბაზებმა აქ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე აიღეს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეყოლება.

იტვირთბა....