საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდუბის ოლქის #44-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა განაცხადა, რომ არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ გააკეთა.
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის.
დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო იაქტიურონ, მოვიდნენ უბნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.